Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

გლდანში არასრულწლოვანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდა და გარდაიცვალა, - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

„რა უბედურებაა ხალხო, ამ წუთას გლდანის მეორე მიკროში 15 წლის გოგო გადმოვარდა კორპუსიდან, ბათუმში 21 წლის გოგო გადმოვარდა. დღე არ გავა ახალგაზრდა ან ბავშვის სიკვდილი არ გავიგოთ დავკარგეთ უფლის რწმენა და იმიტომ ხდება ეს ალბათ" - წერს მოქალაქე, "გლდანის ჯგუფში".

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.