სამგორის რაიონში,  ალექსანდრე თვალჭრელიძის lll შესახვევი N9-დან კაკლიანის ქუჩამდე, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 
პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა 11 ჭა.  სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან  256  245 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.