სამგორის რაიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამჯერად, აეროპორტის დასახლებაში, N47 კორპუსის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი 470 კვ. მ ფართობზე ეწყობა.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 145 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო პროექტს "ტიფლის კონტრაქშენი" ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სახარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო