მუჰაჯირების შთამომავალი, 56 წლის თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], რომელიც შსს-ს დროებითი განთავსების ცენტრში უკვე მე-40 დღეა შიმშილობს და უარს აცხადებს სამედიცინო შემოწმებაზე, ლტოლვილის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვის. მანამდე მას სამჯერ უთხრეს უარი საქართველოს მოქალაქის უფლებებზე.