სამგორის რაიონის გამგეობის მიერ, რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. 
ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე, პირველი რაგბის კომბინირებული სტადიონის კეთილმოწყობა დასრულდა.   
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი  სტადიონი N94-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე,  450 კვ. მ. ფართობზე მოეწყო.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 222 000 ლარი დაიხარჯა. 
დასრულებული სტადიონი გამგებელმა კახა სამხარაძემ, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად დაათვალიერა.