Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო 2024 წელს მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა, – იტყობინება გამოცემა Sportico. პორტუგალიელმა ფორვარდმა გასულ წელს 260 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

Sportico-ს რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, ფეხბურთი) – 260 მლნ
სტეფენ კარი (აშშ, კალათბურთი) – 153,8 მლნ
ტაისონ ფიური (ბრიტანეთი, კრივი) – 147 მლნ
ლიონელ მესი (არგენტინა, ფეხბურთი) – 135 მლნ
ლებრონ ჯეიმსი (აშშ, კალათბურთი) – 133,2 მლნ
ნეიმარი (ბრაზილია, ფეხბურთი) – 133 მლნ
ალექსანდრ უსიკი (უკრაინა, კრივი) – 122 მლნ
ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი, ფეხბურთი) – 116 მლნ
კილიან მბაპე (საფრანგეთი, ფეხბურთი) – 110 მლნ
ჯონ რამი (ესპანეთი, გოლფი) – 105,8 მლნ