საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დუბაიში დასრულდა. მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო მთავრობათა სამიტში, ასევე ღონისძიების ფარგლებში გამართა ორმხრივი შეხვედრები როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე - მსხვილი საინვესტიციო კომპანიების მენეჯმენტთან.

ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, დღეს დაესწრო პანელურ სესიას ხელოვნური ინტელექტის თემაზე, რომლის მთავარი სპიკერები იყვნენ აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელოვნური ინტელექტის და ციფრული ეკონომიკის სახელმწიფო მინისტრი ომარ სულთან ალოლამა.

 

მსოფლიო მთავრობათა სამიტში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეაჯამა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობამ ეს ფორმატი პარტნიორებამდე საკუთარი გზავნილების მისატანად გამოიყენა.

 

„გაიმართა შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე, ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან. იყო საინტერესო შეხვედრები, საუბრები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, პოლიტიკური პარტნიორობის და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარება. ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, ჩვენს პარტნიორებამდე და ამ სამიტში მონაწილეობა ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


 

მთავრობის მეთაურის თქმით,  მნიშვნელოვანია ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, და პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება.

 

„დავასრულეთ ჩვენი ვიზიტი, დავასრულეთ გლობალურ მთავრობათა სამიტში მონაწილეობა. საინტერესო სამიტი იყო, გვქონდა შეხვედრების საშუალება. გაიმართა შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე, ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან. იყო საინტერესო შეხვედრები, საუბრები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება, ეკონომიკური კავშირების განვითარება. ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, ჩვენს პარტნიორებამდე და ამ სამიტში მონაწილეობა ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.


პრემიერის თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკა საქართველოში დინამიურად ვითარდება. 

„თქვენ ხედავთ, რომ აქაც არის პირდაპირი საბოტაჟი. კონკრეტული,  რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ძალები ცდილობენ შექმნან ნეგატიური მოლოდინები ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტები მეტყველებს სხვა რამეზე, იანვარი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან აქტიური და ასე უნდა გაგრძელდეს მთელი წლის განმავლობაში. ამისთვის არსებობს ყველანაირი წინაპირობა, ამისთვის ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის, ის ვიზიტები, რომლებიც ხორციელდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, არაბულ სახელმწიფოებში, ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით გვექნება ძალიან დიდი წარმატება, როგორც 2025 წელს, ასევე მომდევნო წლების განმავლობაში, ის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც იქნა მოზიდული არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დააჩქარებს ეკონომიკურ განვითარებას. აქედან გამომდინარე, კონკრეტული ძალების ოცნება, რომ ქვეყანაში შეფერხდეს ეკონომიკური განვითარება, ვერ იქნება რეალიზებული. პირიქით, გაგრძელდება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება“, -  განაცხადა პრემიერმა.