2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პერიოდი მოახლოვდა და ამიტომაც, აბიტურიენტებს აინტერესებთ, როდის გამოქვეყნდება ახალი ცნობარი.
შეკითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ წინა წლების მსგავსად, ცნობარი თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში გამოქვეყნდება. რეგისტრაცია კი მარტში დაიწყება.
ზუსტი თარიღების შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პერიოდულად გამოაქვეყნებს.
აბიტურიენტთა ცნობარი კი აბიტურიენტებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. იქ არა მხოლოდ რეგისტრაციისა და გამოცდების მიმდინარეობისას გასათვალისწინებელი რჩევებია, არამედ ყველა უნივერსიტეტის პროგრამებისა და ამ პროგრამების შესხებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული.