სამგორის რაიონში, მეფრინველეთა ქუჩის I შესახვევში გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1800 კვ. მ ფართობზე დაიგება.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 157 773 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.