Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

საუდის არაბეთის პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო „ალ-ნასრის“ თანამფლობელი გახდება.  გაზეთი Marca-ს ინფორმაციით, კრიშტიანო კლუბის 5-პროცენტიან წილს მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რონალდო მოელაპარაკა „ალ-ნასრს“ ახალ კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც, ერთ სეზონში 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მიმდინარე კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე მოქმედებს. ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

შეგახსენებთ, რომ რონალდო „ალ-ნასრში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობს. ჯამში, მან 90 მატჩი ჩაატარა და 81 გოლი გაიტანა.