Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

დღეისათვის საუკეთესო ქართველი მორაგბე, დავით ნინიაშვილი კარიერას „ლა როშელში“ გააგრძელებს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენებურის მოქმედი კლუბი „ლიონი“ ბევრს ეცადა, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა და დავითი სწორედ „ლა როშელის“ წინადადებას დათანხმდა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ნინიაშვილის დამატებას, „ტულონი“ და საფრანგეთის რამდენიმე წამყვანი კლუბი ცდილობდა, მაგრამ „ლაა როშელმა“ საუკეთესო პირობები შესთავაზა და გადამწყვეტი მნიშვნელობაც ამაას ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ნინიაშვილი „ლიონის“ ღირსებას ბოლო 4 სეზონის განმავლობაში იცავდა და ამ გუნდის მაისურით, 25 ლელოს გატანაც მოახერხა.