Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმაა, ლუკა ლოჩოშვილმა გუნდი გამოიცალა. ის სეზონის მეორე ნახევარს, „სალერნიტანაში“ გააგრძელებს, თუმცა „კრემონეზემ“ ქართველი იჯარით გაუშვა და „სალერნიტანას“ სეზონის ბოლოს, მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნება.
ლუკას მხრიდან, ეს სწორი ნაბიჯი იყო. იმის მიუხედავად, რომ „კრემონეზე“ სერია A-ში გადასასვლელად იბრძვის, ხოლო „სალერნიტანა“ სერია B-ში დასარჩენად, ლოჩოშვილს „კრემონეზეში“ თამაშის შესაძლებლობა არ ეძლეოდა, ახალ გუნდში კი, პირველივე შეხვედრაში, ძირითადში დააყენეს. შესაბამისად, ლუკას შანსი ექნება, დაამტკიცოს, რა შეუძლია და სეზონის ბოლოს, „კრემონეზეში“ დაბრუნება კი არა, ეგებ, ბევრად უკეთეს კლუბში გადასვლის შანსი გაუჩნდეს.
ახალ გუნდში ლუკაას დებიუტი უკვე შედგა „სალერნიტანა“ ლიდერ „სასუოლოსთან“ დამარცხდა. ქართველმა სრულად ითამაშა და მართალია, ურიგოდ არ გარჯილა, აშკარად ეტყობა, ცოტა მეტი პრაქტიკა და თანაუნდელებთან შეთამაშება სჭირდება, რის შემდეგაც, დაცვის ლიდერობას აუცილებლად გასწევს.