Light
Dark
Share
Listen On

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 8 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.

საპატიმროში რჩებიან:

ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

გადაწყვეტილების გამოცხადებას ბრალდებულები არ დასწრებიან.

სხდომაზე არ ყოფილან ის ადვოკატები, რომლებიც ბრალდებულებს პირველივე დღიდან იცავენ. მათ პროცესი რამდენიმე საათით ადრე, პროტესტის ნიშნად დატოვეს იმ მიზეზით, რომ მათი შეფასებით, დარბაზში იყო ღირსების შემლახავი და არაადამიანური გარემო – სხდომა პატარა დარბაზში ჩატარდა, ხოლო მოსამართლემ დიდ დარბაზში გადაყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

8 ბრალდადებულიდან 5-ს გამოუყვეს საზოგადოებრივი ადვოკატები – 4 მათგანს: ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორაძეს, ზვიად ცეცხლაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს იმის გამო, რომ 21 წლამდე ასაკის არიან, ხოლო ინსაფ ალიევის იმის გამო, რომ არაქართულენოვანია.

სასამართლო პროცესი დილის 10:00 საათზე დაინიშნა, თუმცა, რამდენიმესაათიანი წყვეტით წარიმართა ადვოკატებისა და ბრალდებულების პროტესტის და საზოგადოებრივი ადვოკატების მოძიების და მათ მიერ საქმის მასალების გაცნობის მიზეზით.

საზოგადოებრივმა ადვოკატები:გიორგი მდინარაძე და სოფო გოგლიჩიძე არ დაეთანხმნენ პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ. მდინარაძემ თქვა, რომ დაკავებულების პატიმრობაში დატოვების საჭიროება ვერ დაინახა.

ირაკლი ხუსკივაძემ მათი არგუმენტი არ გაითვალისწინა.

პარალელურად სასამართლოს ეზოში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია.

შეკრებილები სკანდირებენ: „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”, „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, „ცეცხლი ოლიგარქიას”.