Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

სისხლიანი დაპირისპირება დროებით ოკუპირებულ სოხუმში  - სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.

სროლა ოკუპირებული სოხუმის ცენტრში მდებარე კაფე „ბისკვიტში“ მოხდა. მედიკოსებმა დაშავებულების გადარჩენა ვერ შეძლეს. 

ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების საკითხს უკავშირდება. 

როგორც ადგილობრივი ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ინფორმაცია დაპირისპირება მოხდა ქალაქ სოხუმის ე.წ ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების თანამშრომელ ასლან დოჩიას და პირთა ჯგუფს შორის, რომელთა შორის არიან ძმები აჟიბები და ლაშა კვიცინია. აღნიშნულმა პირებმა ასლან დოჩია კაფე "ბისკვიტში" შეხვედრაზე დაიბარეს. შეხვედრის მიზეზი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების საკითხი იყო, რომელიც სოხუმის ე.წ ადმინისტრაციაში ძმები აჟიბების სასარგებლოდ არ გადაწყდა. სიტყვიერი დაპირისპირების გამწვავების შემდეგ ასლან დოჩიამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობების შედეგად სამივე გარდაიცვალა. ასლან დოჩია პოლიციას ჩაბარდა.