ჩინეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მასწავლებელმა საინტერესო სასჯელი მოიფიქრა ლექციაზე დაგვიანებული სტუდენტებისთვის. ის აიძულებს მათ, ხელით გადაწერონ 1000 სხვადასხვა ემოციის სიმბოლო ანუ „სმაილიკები“. ქალაქ ჩენდუს უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგის წესებით, ყოველი სტუდენტი, რომელიც მეცადინეობაზე აგვიანებს, იღებს A4-ფორმატის სუფთა ფურცელს, ასევე, სამახსოვროს - 1000 სხვადასხვა „სმაილიკის“ გამოსახულებით. სტუდენტმა ის ზუსტად ისე უნდა გადაწეროს, როგორც სამახსოვროშია ნაჩვენები, ყოველგვარი ცვლილებისა და შეცდომების გარეშე. ლექტორი დარწმუნებულია, რომ მისი ეს „ძალიან დახვეწილი და ეფექტური მეთოდი“ სტუდენტებს აიძულებს კონცენტრირებას ყოველი შტრიხის დაწერაზე. შედეგად, სასჯელს სიკეთე მოაქვს, რადგან ახალგაზრდებს უწევთ, სერიოზულად დაძაბონ ტვინი და ისე შეასრულონ დავალება.
ასეთი სახის სასჯელი ხშირად გამოიყენება ჩინეთის სასწავლო დაწესებულებებში, მაგრამ „სმაილიკების“ გადაწერა პირველი შემთხვევაა. უფრო ხშირად, დასჯილებს ჩინური ანბანის ყველაზე რთული იეროგლიფის („ბიანის“) 1000-ჯერ დაწერას ავალებენ ხოლმე, რომელიც 57 შტრიხისგან შედგება.