ამერიკელმა სწავლულებმა, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, აღმოაჩინეს, რომ ექსპერიმენტალურ პრეპარატ ISRIB-ის სულ რამდენიმე დოზა მღრღნელებში გონებრივი უნარებისა და ასაკობრივი მეხიერების გაუარესებას „უკან აბრუნებს“. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კვლევებისას, პრეპარატმა შეძლო ქალა-ტვინის ტრავმიდან რამდენიმე თვეში მეხსიერების ფუნქციის აღდგენა, დაუნის სინდრომის დროს კოგნიტური დარღვევების აღმოფხვრა, ხმაურის გამო სმენის დაკარგვის აღკვეთა. ასევე, პრეპარატს აქვს უნარი, შეებრძოლოს პროსტატის კიბოს რამდენიმე სახეობას და გააუმჯობესოს კონიტური ფუნქციები ჯანმრთელ თაგვებში. კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ დაბერებული ტვინი სამუდამოდ არ კარგავს ძირითად კოგნიტურ უნარებს, - აცხადებენ სწავლულები.