ისრაელის ტექნოლოგიურმა კომპანიამ Noveto, მაგიდის დინამიკი წარადგინა, რომელიც ხმის ტრანსლაციას უშუალოდ მომხმარებელზე ახდენს, ყურსასმენების გამოყენების გარეშე. SoundBeamer 1.0 განსაზღვრავს ადამიანის მდებარეობას და ადგენს მისი ყურის მიმართულებებს, შემდეგ კი მომხმარებელს ხმოვან ტალღებს უგზავნის და მისი თავის გარშემო პერსონალურ „ხმოვან ბუშტს“ ქმნის. ვინც უკვე გამოსცადა მოწყობილობა, ამბობს, რომ ხმების ამგვარი მოსმენა უჩვეულო შეგრძნებებს ტოვებს. თითქოს, მუსიკა ისმის ყურების შიგნით, ასევე მათ წინ, უკან და ზემოთ. ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, მუსიკას და სხვა ნებისმიერ აუდიოჩანაწერს ყურსასმენის გარეშე უსმინოთ და გარშემო ამით არავინ შეაწუხოთ.