სამი კვირის განმავლობაში ირანში დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს და ის შინ დაბრუნდა მას შემდეგ, რაც მისი საქმე დაუკავშირდა ირანელი ინჟინრის საქმეს, რომელსაც შეერთებული შტატები ეძებს და იტალიაში დააპატიმრეს.
29 წლის სესილია სალა რომის ჩიამპინო აეროპორტში დაეშვა, სადაც მას ოჯახის წევრებთან ერთად პრემიერი ჯიორჯია მელონიც დახვდა.
სალას გათავისუფლება დიდი დიპლომატიური და პოლიტიკური გამარჯვება გახდა მელონისთვის. მელონის ბოლოდროინდელმა სტუმრობამ არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, დიდად გააძლიერა მისი პოზიციები საერთაშორისო არენაზე იმ დროს, როდესაც იტალია სალას გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
სალას გათავისუფლების შესახებ განცხადების გაკეთებისას, მელონის ოფისმა თქვა, რომ პრემიერმა ამის შესახებ სალას მშობლებს პირადად შეატყობინა და ამ საქმეში მთავრობის „დიპლომატიური და სადაზვერვო არხებით ინტენსიური მუშაობის“ როლი აღნიშნა.