ნორვეგიის დედაქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ერთჯერადი ჭიქების გამოყენება აკრძალოს. ოსლოში, ყოველღიურად, 3 მილიონ ასეთ ჭიქას მოიხმარენ. მთავრობის გადაწყვეტილება ქალაქის დაბინძურების დონის შემცირებისა და ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ერთჯერადი ჭიქები ყრია ყველგან და დაცურავს წყალშიც. „ჩვენ ვადგენთ გეგმას, რომ ამ სიტუაციას თავი დავაღწიოთ, გადავიდეთ მრავალჯერად ჭურჭელსა და შეფუთვაზე - ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მიმართულებით“, - აცხადებენ ოსლოს მესვეურები. ასეთი სისტემა უკვე გამოიყენება დანიაში, ორჰუსში, სადაც ის კლიენტები, რომლებიც ავტომატში ყავის ყიდვისას მრავალჯერად ჭიქას ირჩევენ, დეპოზიტზე 5 კრონას იხდიან. თუკი ის ჭიქა კვლავ ავტომატში მოხვდება, დეპოზიტი მომხმარებლის ანგარიშზე ბრუნდება.