მეცნიერები გვეტყვიან, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
სპეციალისტებმა, დიდი ბრიტანეთიდან, შეძლეს ისეთი მოწობილობის შექმნა, რომელიც ადამიანის დარჩენილი ცხოვრების დროს განსაზღვრავს. გარეგნულად ის მაჯის საათს მოგაგონებთ. გამოგონება კი ლაზერულ ტექნოლოგიებს ეფუძნება. ამ შემთხვევაში, ხდება ადამიანის ორგანიზმის ენდოთელიალური უჯრედების მდგომარეობის მონიტორინგი კანის ზედაპირის მეშვეობით. ამ ტიპის უჯრედები მონაწილეობენ სისხლძარღვთა სისტემის ფორმირებაში. მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ამ უჯრედების ნაკადი შეცვალოს და მიღებული მონაცემების ანალიზით, ადამიანის დაბერების პროცესის სიჩქარე გამოთვალოს. მიღებული მაჩვენებლები კი ასბალიანი შკალის მიხედვით ფასდება. ასი ბალით ფასდება ახალგაზრდა, ნორმალურად ფუნქციონირებადი ორგანიზმი, რომელიც სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს. სპეციალისტები ნისლიანი ალბიონიდან აღნიშნავენ, რომ დაახლოებით სამ წელიწადში მოწყობილობის გამოყენება, პრაქტიკული მიზნით, შესაძლებელი იქნება სამედიცინო დაწესებულებებში.