„როდესაც რეკავთ და კითხვას სვამთ...“ - რატომ გაბრაზდა გიორგი გუგავა და არის თუ არა სახალხო პარლამენტის შექმნა თემურ ალასანიას იდეა

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლეიბორისტული პარტიისერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ოპოზოციაში მიდის კონსულტაციები სახალხო პარლამენტის შექმნის შესახებ. გუგავა ხსნის, რომ აღნიშნულ საბჭოს საკონსულტაციო ხასიათი ექნება და ხელისუფლების გადაწყვეტილებების რევიზირებას მოახდენს. საგულისხმოა, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა გუბაზ სანიკიძისა და თემურ ალასანიას სატელეფონო ჩანაწერი, სადაც საუბარი სწორედ სახალხო პარლამენტის შექმნაზეა. მართალია, ამ ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არაა, მაგრამ ლოგიკური კითხვა ჩნდება - მოქმედებეს თუ არა ოპოზოცია ალასანიას სცენარით? - სწორედ ამ კითხვამ ამ კითხვით "ჰოთნიუსმა" გიორგი გუგავას მიმართა.

- ბატონო გიორგი, რა ხდება, ოპოზიცია ალასანიას სცენარით მოქმედებს?

- ალასანიას არა, მაჰათმა განდის სცენარით მიდის, ჩემო ძვირფასო.

- კარგი, მაშინ განმიმარტეთ, რაზე მიდის კონსულტაციები ოპოზიციაში - ვის გაუჩნდა ეს იდეა და რას შვრება ოპოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ოპოზიცია შვრება ყოლიფერ კარგს.

- ანუ, ამ საკითხთან დაკავშირებით მეტს არაფერს მეტყვით?

- როდესაც რეკავთ და კითხვას სვამთ ასეთი "შლეიფით", რომ ალასანიას გეგმათ მიჰყვებითო,  ალასანიას არა, იმის გეგმას მივყვებით...

- რატომ, ბატონო გიორგი, ეს ჩანაწერი ხომ გავრცელდა და იქ სწორედ ამ საკითხზე იყო საუბარი. ეს უბრალოდ დამთხვევაა?

- ეს არის მოვლენების ლოგიკა. როდესაც ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს და მიტაცებული აქვს. როდესაც უარს აცხადებენ გაყალბებული შედეგებით არჩეული პარლამენტარები, შეიძლება შეიქმნას, საკონსულტაციო ორგანო. საკონსულტაციოს ხაზს ვუსვამ, სადაც მოხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა. რევიზირება იმ გადაწყვეტილებებისა, რომელსაც მიიღებს ხელისუფლება, საკუთარი აზრის დაფიქსირება და ა.შ. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, მიიღებს ის ფორმატი, რომელიც შექმნილია ლეიბორისტულ პარტიაში.

-რანდენ ხანში შეიკრიბება ეს საბჭო და ვინ იქნებიან წევრები

- ეს გადაწყვეტილი ჯერ არაა. ეს იყო ჩვენი იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია საკონსულტაციო ფორმატის გაშლა. აქ წარმოდგენილი არიან პარტიის ლიდერები, მაგრამ უბრალოდ, რომ გაიშალოს და საკონსულტაციო ფორმატი ჰქონდეს.

- .. ესლეიბორისტული პარტიისიდეა იყო?

- ჩვენი იდეაა, თუმცა ჯერჯერობით მიდის მსჯელობა ამ იდეასთან დაკავშირებით და არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული.

 

ავტორი: თათია გოჩაძე