„ვალენსიის“ ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა „სევილიას“ წინააღმდეგ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული თამაში ჩაატარა და საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალებმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„სევილია“ აქტიურად გამოიყურებოდა და არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა. მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარემ „ვალენსია“ ხუთჯერ აშკარა გოლისგან იხსნა და გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.
ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა გიორგი მამარდაშვილის თამაში 8,2 ქულით შეაფასა და მატჩის MVP-დ აღიარა. დაახლოებით ანალოგიური იყო მეორე ინტერნეტპორტალის, Whoscored-ის შეფასება 8,1 ქულა და „ჯვაროსანი“ მატჩის მოთამაშედ აღიარეს.
მართალია, Flashscore-მ გიორგის 7,7 ქულა დაუწერა, როგორც ხავი გუერას, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ვალენსიის“ შემტევი დასახელეს, რომელმაც ერთადერთი გოლით გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
"პირველი არხი"
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში მასტერლიგისმნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მაღალი მიღწევების სპორტთან ერთად მასობრივი სპორტის განვითარების აუცილებლობას.
პრემიერმა გამარჯვებულებს მიულოცა და მომავალი ტურნირის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, ასევე, შეაჯამეს გასული წლის პროექტები და გაიმართა 2025 წლის სეზონზე დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.