MMA-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
The sportster-ის ინფორმაციით, რომ მერაბ დვალიშვილმა ნურმაგომედოვის დამარცხებით გარანტირებულად გამოიმუშავა 500 ათასი დოლარი და მოგების ბონუსი 100 ათასი დოლარის ოდენობით. როგორც გამოცემა წერს, PPV-დან (pay-per-view, სამაუწყებლო გაყიდვებიდანაც მიღებული პროცენტული წილი) შემოსავლები 1.4 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება ნურმაგომედოვს, მან დღევანდელი ბრძოლით გარანტირებულად გამოიმუშავა 400 ათასი დოლარი და მოგების ბონუსი 100 ათასი დოლარი.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა. ქართველი მებრძოლის ანგარიშზეა 19 გამარჯვება და 4 მარცხია, მერაბ დვალიშვილისთვის ეს ზედიზედ მე-12 მოგება იყო.
საუდის არაბეთის პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო „ალ-ნასრის“ თანამფლობელი გახდება. გაზეთი Marca-ს ინფორმაციით, კრიშტიანო კლუბის 5-პროცენტიან წილს მიიღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რონალდო მოელაპარაკა „ალ-ნასრს“ ახალ კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც, ერთ სეზონში 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მიმდინარე კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე მოქმედებს. ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
შეგახსენებთ, რომ რონალდო „ალ-ნასრში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობს. ჯამში, მან 90 მატჩი ჩაატარა და 81 გოლი გაიტანა.