ბათუმმა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ჩემპიონატზე ასპარეზობა რვა მედლით დაასრულა; აქედან ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.
გოდერძი ბენდელიძემ (60 კგ) ატაცში 125 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა, ზურაბ მსხალაძემ (88 კგ) კი აკვრაში მოიპოვა ოქროს მედალი, მან 200 კგ დაძლია; ორჭიდის ჯამში კი 363 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ატაცში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გოტფრიდი (+86 კგ), მან ატაცში 118 კგ დაძლია, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 262 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ატაცში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა რამინ შამილიშვილი (60 კგ), მან 122 კილოგრამი დაძლია. ატაცში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა მანუჩარ გოგოხიაც (88 კგ), მან 166 კგ დაძლია.
აკვრაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა არჩილ მალაყმაძე (79 კგ), მან 183 კილოგრამი დაძლია.
ტურნირში 45 ქვეყნის 350 ძალოსანი მონაწილეობდა.
საქართველომ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს მესამედ უმასპინძლა, ბათუმმა კი - მეორედ. ჩემპიონატი პირველად 2015 წელს ჩატარდა თბილისში, 2019 წელს კი - ბათუმში.
ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ქალთა შორის 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ორი წევრი, მარიამ მურღვლიანი და ანასტასია ჰოტფრიდი გამოვიდა.
ჰოტფრიდმა ატაცში მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდეგ, აკვრაში 144 კილოგრამი ასწია და ორჭიდის ჯამში (262 კგ.) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მურღვლიანმა ატაცში 108 კგ, აკვრაში კი 130 კგ. დაძლია და საბოლოოდ მეცხრე ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონი კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, ემილი კემპბელი გახდა.
წარმატებული გამოდგა ქართველი ძალოსნების გამოსვლა ევროპის ძალოსანთა ჩემპიონატის მეოთხე დღეს. ჩვენმა სპორტსმენებმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს.
88 კგ. წონით კატეგორიაში, ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მანუჩარ გოგოხიამ (166 კგ ასწია). აკვრაში ოქროს მედალი დაიმსახურა ზურაბ მსხალაძემ (200 კგ), თუმცა ორჭიდის ჯამში მეორე ადგილი დაიკავა (363 კგ).
ევროპის ჩემპიონი მოლდოველი მარინ რობუ გახდა (373 კგ, ორჭიდის ჯამში).