საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 25 წლის ძიუდოისტმა იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
დღეს ტურნირზე გამომსვლელი ორი ქართველი, ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ნინო ლოლაძე (57კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და მსოფლიო პირველობა უმედლოდ დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღემდე საქართველოს ნაკრები მედლის გარეშე იყო.
ეროვნულმა ნაკრებმა ფარერის კუნძულების ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა
„დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა სტუმრები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
ანგარიში მე-9 წუთზე ლუკა ლოჩოშვილისგოლით გაიხსნა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ, ნაკრებში ბოლო, 79-ე, სანაკრებო თამაში ჩაატარა და გულშემატკივრებს გუნდის კაპიტნის რანგში დაემშვიდობა.
ქართველი ფეხბურთელები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 8 ივნისს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავენ.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ივნისის შეკრების პარალელურად, მონაწილეობდნენ სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით გამართულ უეფა-ს სამწვრთნელო სემინარებში, რაც ბოლო დროს ტრადიციად გადაიქცა.
უეფა-მ მოქმედი ფეხბურთელებისთვის საგანგებო პროექტი შეადგინა, რომელსაც „ჯვაროსნებისთვის“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს. B+A სამწვრთნელო ლიცენზიის კურსმა ეროვნული ნაკრების წევრებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ამჯერად უეფა-ს კურსებს ესწრებოდნენ ლუკა გუგეშაშვილი, ლაშა დვალი, გიორგი გველესიანი, ლუკა ლოჩოშვილი, ლადო მამუჩაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ბერიძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ლევან შენგელია.
სასწავლო კურსი საქართველოში მეორედ ტარდება და განკუთვნილია განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის. აღნიშნული კურსისთვის სპეციალურად შექმნილი პროგრამის საფუძველზე, მსმენელებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ B+A კურსი და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გახდნენ უეფას A ლიცენზიის მფლობელები. კურსი 6 მოდულისგან შედგება.