მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს. მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რომელიც წინა დღეებში დაფიქსირდა.
„მინდა, გამოვეხმაურო გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს. მიუხედავად უმძიმესი სისტემური ძალადობისა, რომელსაც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებები მიმართავდნენ, პოლიციამ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა და წარმატებით დაიცვა სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის მორიგი მცდელობისაგან. გუშინ ის ხარვეზებიც გამოსწორდა, რომელიც წინა დღეებში დაფიქსირდა, რისთვისაც შინაგან საქმეთა მინისტრს და თითოეულ პოლიციელს კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის
მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისა და კანონის დაცვისკენ. ყველას შევახსენებ, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი. პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ვერც ის პოლიტიკოსები, რომლებიც თვითონ ოფისებში იმალებიან და მათი ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებს მძიმე სასჯელისთვის წირავენ.
აქვე, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის და პირადად, ჩემთვის, ძვირფასია საქართველოს თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით ის მოქალაქეები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი და გულწრფელად აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ მომხდარა. კიდევ ერთხელ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა. ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვთქვით უარი, არის სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, რომელიც სწორედ რომ პრინციპულ დაბრკოლებას უქმნიდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას,“- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ინფორმაციას ის Facebook-ზე ავრცელებს და აცხადებს, რომ სუს-დან უწყება მიიღო, რომლის თანახმადაც საქმე აღძრულია და გამოძიება ორი - სახელმწიფოს გადატრიალებისა და ძალადობრივი დამხობის მუხლებით მიმდინარეობს.
უწყების თანახმად, გიორგი რურუა მოწმის სახით გამოკითხვაზე 6 ნოემბერს, 12:00 საათზეა დაბარებული.
"საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისდან მივიღე უწყება. საქმე აღძრულია, გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სახლმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა.
აშკარად შეეშალათ მისამართი. სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა რუსულმა ოცნებამ განახორციელა, ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გავუშვი,მისამართს ხომ შემახსენებთ ამ კაცის ?! მგონი ბიძინა ქვია და გვარი - ი ასოზე იწყება.
ცირკია მა რა არიი - როგორც ჩემს საყვარელ მხარეში იტყვიან. საქართველო იქნება ევროპული და არა რუსული ქვეყანა", - წერს ის Facebook-ზე.
ცნობისთვის, ამავე საქმეზე უწყებაში უკვე არაერთი პირი გამოიკითხა. როგორც ცნობილია, რურუამ სუსში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და სავარაუდოდ, გამოძიების კითხვებს სასამართლოში უპასუხებს.
IPSOS-ის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემას დამოუკიდებლობას, მოსახლეობის 61% დადებითად აფასებს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
კონსორციუმმა „Ipsos France“ და პროფესორმა იან ვან დაიკმა, იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით, მოსახლეობისა და სამართლის პროფესიული წრეების კვლევა ჩაატარა. მოსახლეობის კვლევის ფარგლებში, 2000 რესპონდენტი საქართველოს მასშტაბით 2024 წლის 14 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მიღებული მაჩვენებელი, რომლის თანახმად, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა ძალიან ან მეტწილად კარგად 61 პროცენტმა შეაფასა, 2018 წელთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ იგი აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, რაც 2023 წლის ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, 53%-ია.
ამასთან, პროფესიულ წრეებში ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ განხორციელებული რეფორმები არსებითად დადებითად შეაფასეს დარგობრივი სექტორის წარმომადგენლებმა: მოსამართლეებმა, პროკურორებმა, ადვოკატებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა.