Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    რა წერილი დატოვა რიჟვაძემ თვითმკვლელობამდე
    Details
    პოლიტიკა
    265
    21 h

    რა წერილი დატოვა რიჟვაძემ თვითმკვლელობამდე

    პირდაპირი გარე ჩარევა იყო დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა ვერც ამან გამოიღო შედეგი - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    343
    1 d

    პირდაპირი გარე ჩარევა იყო დემოკრატიულ არჩევნებში, თუმცა ვერც ამან გამოიღო შედეგი - ირაკლი კობახიძე

    რას სთავაზობს პრეზიდენტი მსჯავრდებულ ლიდერებს
    Details
    პოლიტიკა
    654
    3 d

    რას სთავაზობს პრეზიდენტი მსჯავრდებულ ლიდერებს

    კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა აშშ-ის ელჩი და იმავე დღეს მივიღეთ თანხმობა  ელჩის დანიშვნის თაობაზე - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    696
    3 d

    კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ ერთ დღეს გადადგა აშშ-ის ელჩი და იმავე დღეს მივიღეთ თანხმობა ელჩის დანიშვნის თაობაზე - პრემიერი

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    366
    1 d

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    13866
    4 m

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

    Details
    ეკონომიკა
    1795
    1 w

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

    Details
    ეკონომიკა
    5418
    1 m

    "ბაზისბანკი" "ლიბერთის" ყიდულობს - გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირი დააკავეს -  7 არასრულწლოვანია
    Details
    კრიმინალი
    18
    3 h

    არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირი დააკავეს - 7 არასრულწლოვანია

    Details
    კრიმინალი
    280
    9 h

    "ზარალას" 70 000 - ლარიანი გირაო შეუფარდეს

    პროკურატურა
    Details
    კრიმინალი
    312
    13 h

    პროკურატურა "ზარალას" პატიმრობას ითხოვს

    „სპორტინგში“ პირველად ვითამაშებ ჩემპიონთა ლიგაში, ბავშვობაში ამაზე ვოცნებობდი - ქოჩორაშვილი
    Details
    სპორტი
    277
    17 h

    „სპორტინგში“ პირველად ვითამაშებ ჩემპიონთა ლიგაში, ბავშვობაში ამაზე ვოცნებობდი - ქოჩორაშვილი

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: დედაქალაქი
7 m
449

მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე პირებისთვის 151 ბინის გადაცემის საკითხს განიხილავს

თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებისთვის, დამატებით გამოყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართებიც, რომელიც მერიას, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან აქვს გადაცემული. აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის არჩევნებზე, ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა უსახლკაროს სტატუსის მქონე პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. მაშინ ასეთი სტატუსის მქონე, დაახლოებით, 400-მდე ოჯახი გვყავდა აღრიცხული და მათი უსახლკარობის პრობლემის მოგვარებაზე არჩევნების დასრულებისთანავე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალური თავშესაფრისთვის გადასაცემად მერიამ კერძო მესაკუთრეებისგან უკვე შეისყიდა 125 საცხოვრებელი ბინა, რომლის ძირითადი ნაწილი დღეს უკვე უსახლკარო ოჯახებისთვისაა გადაცემული. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებისთვის, დამატებით გამოვყოთ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართებიც, რომელიც მუნიციპალიტეტს, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან აქვს გადმოცემული. უსახლკარო ოჯახების საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინებით, ჩვენ მოვახდინეთ გადმოცემული ბინების სისტემატიზაცია, ინვენტარიზაცია და პირველ ეტაპზე, განვიხილავთ მუნიციპალური თავშესაფრისთვის 151 ბინის გადაცემის საკითხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამშენებლო კომპანიებს ვალდებულება აქვთ, რომ ბინები მოიყვანონ თეთრი კარკასის მდგომარეობაში, რის შემდეგაც სარემონტო სამუშაოებს მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

მერის ინფორმაციით, მომავალი წლის ბოლომდე უსახლკაროს სტატუსის მქონე 400-ვე ოჯახი ბინით დაკმაყოფილებული იქნება.

Share Article
VERSIA.GE