Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    რა სასჯელი გემუქრებათ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის გამო
    Details
    პოლიტიკა
    76
    1 h

    რა სასჯელი გემუქრებათ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის გამო

    ოპოზიცია გაერთიანდა - ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა
    Details
    პოლიტიკა
    87
    17 m

    ოპოზიცია გაერთიანდა - ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

    “ქართული კვალიც ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის” - Daily Mail-ის კორესპონდენტი ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიის გამოძიებაზე
    Details
    პოლიტიკა
    116
    2 h

    “ქართული კვალიც ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის” - Daily Mail-ის კორესპონდენტი ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიის გამოძიებაზე

    პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა
    Details
    პოლიტიკა
    125
    3 h

    პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    12721
    4 m

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

    Details
    ეკონომიკა
    654
    2 d

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

    Details
    ეკონომიკა
    4265
    3 w

    "ბაზისბანკი" "ლიბერთის" ყიდულობს - გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება

    Details
    ეკონომიკა
    13014
    5 m

    "ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება" - ირაკლი კობახიძე

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    ალექსანდრე წულაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დატოვა
    Details
    განათლება
    273
    4 h

    ალექსანდრე წულაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დატოვა

    რუსთავი-თბილისის ავტობუსები განახლებული სქემით ივლის – ახალი ადგილები და მარშრუტი
    Details
    საზოგადოება
    159
    8 h

    რუსთავი-თბილისის ავტობუსები განახლებული სქემით ივლის – ახალი ადგილები და მარშრუტი

    ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელი გახდება - თურქული მედია
    Details
    სპორტი
    193
    8 h

    ზურიკო დავითაშვილი „ბეშიქთაშის“ ფეხბურთელი გახდება - თურქული მედია

    მკვლელობა ავლაბარში-დაკავებულია 1 პირი
    Details
    კრიმინალი
    164
    8 h

    მკვლელობა ავლაბარში-დაკავებულია 1 პირი

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
7 m
487

რას სთავაზობს საქართველოს და რატომ დატოვა რუსეთის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„2024 წლის 5-6 ნოემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით.

მოლაპარაკების რაუნდში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებზე.

„სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, რომელიც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ტრადიციულად დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

ჟენევის მოლაპარაკებების 62-ე რაუნდში მონაწილეებმა ჟენევის ფორმატის მინსკის ფორმატით ჩანაცვლება შემოგვთავაზეს, რაზეც წინააღმდეგ წავედით, – ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის დელეგაციამ სხდომათა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა, მაგრამ უკანონო დაკავებების და უკანონო ბორდერიზაციის საკითხების განხილვა მოესწრო.

„ჟენევის მოლაპარაკებების 62-ე რაუნდში მონაწილეობას იღებდა რუსეთის ფედერაცია და ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლები. ჩვენ ვიყავით, როგორც ცენტრალური ხელისუფლება წარმოდგენილი, ასევე აფხაზეთის მთავრობა. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის დელეგაციამ დატოვა დემონსტრაციულად სხდომათა დარბაზი, მაგრამ ჩვენ მოვასწარით ორი საკითხის განხილვა, ეს ეხებოდა უკანონო დაკავებებს, ასევე უკანონო ბორდერიზაციის საკითხს. შემოგვთავაზეს ჟენევის ფორმატის მინსკის ფორმატით ჩანაცვლება, რაზეც, რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგი წავედით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, ჩვენ მოგვიწევს დასხდომა და ვიმედოვნებ, რომ იმ ექვსპუნქტიანი შეთანხმების ყველა საკითხს გაეცემა სათანადო პასუხი, როგორსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა და, რა თქმა უნდა, ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობა“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

Share Article

More From ვერსია

  • ეკონომიკა

    დანიური კომპანია გორთან 80-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

  • პოლიტიკა

    რა სასჯელი გემუქრებათ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის გამო

  • პოლიტიკა

    ოპოზიცია გაერთიანდა - ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

  • პოლიტიკა

    “ქართული კვალიც ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის” - Daily Mail-ის კორესპონდენტი ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიის გამოძიებაზე

  • პოლიტიკა

    პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს შეხვდა

  • პოლიტიკა

    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა

  • განათლება

    ალექსანდრე წულაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დატოვა

  • პოლიტიკა

    მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

  • ეკონომიკა

    "ყველაფერი გაკეთდება, რომ წავახალისოთ ეკონომიკის ზრდა" - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა

    "ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს, არის შიდა დაპირისპირება" - პრემიერი

VERSIA.GE