Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

22 წლის გოგოს სასტიკი მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაიზრდოს. როგორც უკვე იცით,  22 წლის ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი, სამგორში წინაუბნის დასახლებაში მამამ იპოვა. გოგონა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა ახალგაზრდა კაცმა. მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ზუგდიდში დააკავეს.

როგორც უკვე ცნობილია, ბრალდებული ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და დანაშაულის ჩადენის მომენტშიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

დღემდე უცნობია რა გახდა ამ შემზარავი დანაშაულის მიზეზი, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია, ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილ გოგონას ბრალდებული ნარკოტიკების გამო ფულს სძალავდა, იმ საბედისწერო ღამეს კი გოგონასგან უარი მიიღო, რამაც ბრალდებული გააბრაზა და გოგონა სასტიკად მოკლა.

ჩვენთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ბრალდებული ოთარ ცინდელიანი წარსულში ნასამართლევია, ის ესპანეთში დედასთან ერთად ცხოვროდბა, სადაც მან ციხე ჯერ ქურდობის ბრალდებით შედეგ კი ესპანელი ქალის საჩივრით მოიხადა. როგორც წყარო გვიყვება:

„ესპანეთში გენდერის შეურაცხყოფის გამო იჯდა ციხეში,ქალს საჯდომზე წამოარტყა, უჩივლა და დაიჭირეს. ასევე ციხეში იჯდა ესპანეთში ქურდობის გამო. ნარკოტიეკბს მოიხმარდა, ოჯახში ყველამ იცოდა, რომ პრობლემა ჰქონდა, დედამისმა საქართველოში გამოუშვა,უკვე აღარ შეეძლო იქ ოთოს ყურება. ასევე ბოლო პერიოდში უცნაურად საუბრობდა, სულ სიკვდილს და სიკვდილის ანგელოზს ახსენებდა, მეგორები თვლიდნენ რომ ვერ იყო თავის ჭკუაზე“ - ამბობს ბრალდებულის ახლობელი

ასევე ჩვენთან საუბრისას, ბრალდებულის მეგობარი ამბობს, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ოთოს ხელები დაუსერია, ისტერიკები მოუწყია, მეგობრებს უცნაურად ელაპარაკებოდა და დემონებზეც საუბრობდა.

ბრალდებული ოთარ ცინდელიანი 16 წლამდე საქართველოში იზრდებოდა, შემდეგ კი დედასთან წავიდა ესპანეთში, საიდანაც რამოდენიმე დღის წინ დაბრუნდა. გარდაცვლილი გოგონა, ოთოს დედის ნათლულია, ოჯახები მეგობრობდნენ და ბრალდებულს და გარდაცვლილსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.  

გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე?

გამოძიებამ უკვე გამოკითხა იმ სახლის მეპატრონეები, სადაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ 21 წლის ოთო ცინდელიანმა თავი შეაფარა და მტკიცებულებები გაანადგურა. ახლა საინტერესოა, მისცემს  თუ არა ბრალდებული ცინდელიანი ჩვენებას დეიდისა და ბებიის წინააღმდეგ, რომლებიც საბედისწერო ღამეს მას სახლში დახვდნენ და სავარაუდოდ გაქცევაშიც დაეხმარნენ.

მკვლელის აღიარება

უკვე დადასტურებულია, რომ 21 წლის ბიჭი მკვლელობის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ეს ჩვენება მან პოლიციას თავდაპირველად მოწმის სტატუსით მისცა. ამის შემდეგ ბრალდებულს დუმილი აღარ დაურღვევია. პირველ სასამართლო სხდომაზე კი შოკისმომგვრელი დეტალები გახდა ცნობილი. ცინდელიანმა გოგოს 59 ჭრილობა მიაყენა და როცა ნახა, რომ ქეთი ჯავახიშვილი მაინც  ცოცხალი იყო, დამარხა და თავზე  ნარჩენები დააყარა.

განაჩენი

 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო. ცინდელიანს სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულმა მხოლოდ ის თქვა, რომ "ინანიებს".

მოსამართლემ ცინდელიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.

ავტორი-სალომე ნოზაძე