უნდა გადაიდოს თუ არა სწავლის პროცესი და რამდენად მოქმედებს საქართველოში არსებული ოთხი ვაქცინა „დელტა“ შტამზე? - ინტერვიუ ინფექციონისტ რევაზ მეჭურჭლიშვილთან

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღევანდელი ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე საზოგადოების მთელი ყურადღება ისევ კოვიდპანდემიაზეა მიმართული, მსოფლიოში ვრცელდება ახალი “შტამები“ რომლებიც ახალგაზრდებში განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება.

„ჰოთნიუსი“ დაინტერესდა, რა საფრთხის წინაშეა საქართველო და რომელი ვაქცინა იცავს ახალი “შტამებისგან“? - ამის გასარკვევად ინფექციონისტ რევაზ მეჭურჭლიშვილს ვესაუბრეთ:

 

_ რევაზ, ახლოვდება სასწავლო წლის დაწყების დრო და ვიცით, რომ ბავშვებს განსაკუთრებით უტევს ახალი შტამი „დელტა“. მაინტერესებს, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ეპიდემიის გადადებისგან?

 _ „ინდური შტამი“ ბავშვებში და ახალგაზრდებში, იმიტომ არის გავრცელებული,რომ ისინი არ იყვნენ რისკ-ჯგუფები და შედარებით ნაკლებად არიან ვაქცინირებულები. მოზარდებისთვის ერთადერთი ვაქცინა არის ფაიზერი და 12 წლის ქვემოთ საერთოდ ვაქცინა არ არის, შესაბამისად, ვაქცინირებული ბავშვები მსოფლიოში საერთოდ არ არიან.

ვინაიდან ვაქცინა ჯერ რისკ-ჯგუფებით დაიწყო, შესაბამისად, არ არიან ვაქცინირებულები ახალგაზრდები და სწორედ ამიტომ ახალი „ინდური შტამი“ არის გავრცელებული ახალგაზრდებში. ახლა რადგან გვაქვს ვაქცინების არჩევანი, საჭიროა, აიცრან ბაღის, სკოლის მასწავლებლები და ასე დავიცვათ ბავშვები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მშობლებიც ჰყავდეთ ვაქცინირებულები.

_რამდენად მოქმედებს საქართველოში არსებული ოთხი ვაქცინა დელტა“ შტამზე?

_„დელტა“ შტამზე ოთხივე ვაქცინა მოქმედებს, უბრალოდ, შედარებით უფრო ნაკელბი ეფექტურობით. ეს ნაკლები ეფექტურობა იმით არის განპირობებული, რომ ყველა ვაქცინა, რომელსაც დღემდე იყენებენ, არის გამოგონებული პირველი ორიგინალი შტამის მიმართ, ჩინური შტამი რაც იყო . ხოლო, რამაც მუტაცია განიცადა, ყველა ვაქცინა შედარებით ნაკლები ეფექტურობით გამოირჩევა მის მიმართ, ზოგი უფრო მეტად ზოგი უფრო ნაკლებად.

დღემდე ცნობილია, რომ მძიმე დაავადებისგან და ჰოსპიტალიზაციისგან ყველა ეს ვაქცინა იცავს და გადამდებლობასაც შედარებით უფრო იცავს განსხვავებული პროცენტობით. თუმცა, მძიმე დაავადებისგან და გარდაცვალებისგან „ასტრაზენეკაც“ 90%-ზე ზევით ეფექტურობით გამოირჩევა და „ფაიზერიც“. რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, სამწუხაროდ, მათზე ასეთი ზუსტი ინფორმაცია არ არის. მათზეც არის მოწოდებული ინფორმაცია, რომ იცავს, თუმცა შემცირებული აქვთ ეფექტურობა „სინოფარმსაც“ და „სინოვაკსაც“.

 _თქვენი ინფორმაციით, რამდენად არის მობილიზებული ჯანდაცვის სისტემა პანდემიური პიკისთვის და როდის უნდა ველოდოთ ახალ ტალღას?

_ პრაქტიკულად, ახლა ისევ პიკია. რაც მეოთხე ტალღამ ზრდა დაიწყო, ჯერჯერობით ისევ ზემოთ მივიწევთ და იმატებს აქტიური შემთხვევები. დაახლოებით, ოცდახუთიათასი აქტიური შემთხვევაა და აქედან გარკვეული ნაწილი არის ჰოსპიტალიზებური, გარკვეული ნაწილი კი არის ოჯახის ექიმთან და არიან კოვიდსასტუმროებში. თუმცა რამდენად არის ჯანდაცვის სისტემა მზად, ამის ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა მობილიზაციას რომ ახდენენ საწოლების, კლინიკების და ვაქცინირებული კლინიკების ეს დანამდვილებით ვიცი.

 _რევაზ, იქნებ განგვიმარტოთ, რამდენად არის საშიშროება ახალი შტამი ლამბდა“ საქართველოში შემოვიდეს?

_30 ქვეყანაზე მეტგან არის დაფიქსირებული ახალი „ლამბდა“ შტამი. თუმცა საქართველოში გავრცელების შანსი ნაკლებად არის, რადგან ახლა საქართველოში ისევე როგორც ყველგან, დომინანტი არის „დელტა“ შტამი.

 ავტორი : სალომე ნოზაძე