"ექსპერტიზის დასკვნით, ბავშვის საქალწულე აპკი დარღვეული არაა, პროკურატურა კი მაინც გაუპატიურებაში სდებს ბრალს"- შიდა ქართლში მომხდარი სავარაუდო გაუპატიურების საქმის ახალი დეტალები

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარასკევს შიდა ქართლში მომხდარი სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული გ.მ-ს სასამართლო გაიმართა.  შეგახსენებთ, რომ 13 წლის  მოზარდი გოგონა 53 წლის პაპას გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ჩვენებაში აცხადებს, რომ  მამის მამა მასზე  თითქმის 5 წლის განმავლობაში ძალადობდა. 

„ვერსია“ დაინტერესდა სასამართლოს გადაწყვტილებით და  ბრალდებულის ადვოკატ ზურაბ თოდუას დაუკავშირდა.

 

_ბატონო ზურაბ, რა გადაწყვეტილებით დამთავრდა სასამართლო პროცესი?

_2 თებერვალს გაგრძელდება სხდომა, იქნება შესავალი სიტყვები მხარეების და ამის შემდეგ ჩაინიშნება მოწმეების დაკითხვის პროცესი. ექსპერტიზის დასკვნა დევს საქმეში, სადაც დასტურდება, რომ ბავშვის საქალწულე აპკი არ არის დარღვეული, მიუხედავად ამისა, პროკურორი მაინც 137-ე მუხლით ედავება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. თუმცა, ამას რით ასაბუთებს, ჩემთის უცნობია. მიუხედავად ამისა, სასამართლო იმეორებს იმას, რასაც პროკურატურა ჩასძახებს. მოსამართლეს ვეუბნები, რომ საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა და უნდა შეუცვალოს ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება, თუმცა მაინც არ შეცვალა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

 

ამავე თემაზე მეტის გასაგებად გააგრძელეთ კითხვა...

 

ავტორი:სალომე ნოზაძე