ექსკლუზიური ინტერვიუ დაზარალებულის ადვოკატთან - შიდა ქართლში მომხდარი სავარაუდო გაუპატიურების ახალი დეტალები

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვერსია“ აგრძელებს შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი საზარელი დანაშაულის ფაქტის გამოძიებას - შეგახსენებთ, რომ 13 წლის  გოგონა 53 წლის პაპას გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ჩვენებაში აცხადებს, რომ  მამის მამა მასზე  თითქმის 5 წლის განმავლობაში ძალადობდა. ამ დრომდე დაზარალებულის მხარე მედიასთან კომენტარს არ აკეთებდა. „ვერსია“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დაზარალებულის ადვოკატ გიორგი ჭლიძესთან:

_ბატონო გიორგი, როგორც ცნობილია, საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზის კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს გაუპატიურების ფაქტი. რა სახელდება მიზეზად, რის გამოც არ დევს ამ დრომდე ექსპერტიზის პასუხი საქმეში?

_ ექსპერტიზის პასუხს სჭირდება დრო. ვერ ვიგებ, რატომ აქვთ ეს ექსპერტიზის პასუხი ასე აკვიატებული? მტკიცებულება სხვა რამეც არის. მცირეწლოვანი ბავშვის გამო, მე ყველა დეტალს ვერ გეტყვით. ექსპერტიზის პასუხი როდესაც მოვა, ყველა საქმის კურსში იქნება. ჯერ ორი თვე გავიდა, ექსპერტიზას აქვს კონკრეტული ვადა, შეიძლება კიდეც გადასცდეს დადგენილ ვადას, რადგან ძალიან ბევრი საქმეა. მოვა, სად წავა, ხომ არ დაიმალება?!

_ ბრალდებულის მხარე დაზარალებულის დედას ადანაშაულებს. როგორ ფიქრობთ, რატომ?

_ ვუსმენ მათ ინფორმაციასაც, რომ თითქოს დედის ბრალია და შურისძიების გამო აკეთებს ამას. ეს არის სიცრუე. დედას, რომ შური ეძიებინა, გაუშვებდა შვილს ასეთ რამეზე? რომელი არასრულწლოვნის დედა გააკეთებს მსგავს რამეს?! რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება, მაგრამ ასეთ რამეს წინასწარ ვინ ჩაადენინებს ადამიანს, ინფრომაციის გამო?! დედა ჩვეულებრივად უშვებდა, არანაირი ჯინი დედას არ ჰქონდა. ისინი, უბრალოდ, იმართლებენ თავს. არსებითი განხილვა, როდესაც დაიწყება, ყველაფერს ფარდა აეხდება. მათ ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, შურისძიებას  ადგილი არ ჰქონია. ამას ბრალდებულის დედაც კი ადასტურებს.

დაშორებულები იყვნენ, ისეთი ურთიერთობა ვერ ექნებოდათ, თუმცა შურისძიება ნამდვილად არ იყო. 

_ ბატონო გიორგი, დაკავებულს ამჟამად ბრალი  რომელი მუხლით აქვს წაყენებული?

_ სექსუალური გარყვნილება არასრულწლოვნის მიმართ. დღევანდელი სტანდარდები მოგეხსენებათ, ბავშვს ფსიქოლოგი ჰყავს, დაკითხულია და ბავშვი რაღაცას რომ მალავდეს, შესამჩნევი იქნება.  12-13 წლის ბავშვს რატომ უნდა უნდოდეს ამდენი ტყუილი?! ან როგორ უნდა დაარიგოს დედამ ამდენი ინფორმაცია?! მე საქმეში ჩახედული ვარ და ერთი ვიცი, სიმართლე არის ძალიან ახლოს!

_რას ფიქრობთ, ბრალდებულის ადვოკატის მიერ ჩატარებულ დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე, რის შედეგადაც ირკვევა, რომ  ბრალდებულს სექსუალური აქტის ჩატარების უნარი არ გააჩნია?

_ შეცდომაში ნუ შევიყვანთ საზოგადოებას და გამოძიებასაც ნუ დავაზიანებთ. ექსპერტზა როდესაც დანიშნული იყო, მან ამჟამინდელი მდგომარეობა განსაზღვრა და არა ერთი წლის წინანდელი. ამჟამინდელი მდგომარეობაა გამოკვლეული და ერთი წლის წინ რა იყო, ეგ გამოკვლეული არ არის.

_ საინტერესოა, გყავთ თუ არა ამ საქმეში მოწმეები?

_მოწმე არის ბავშვი. შესაბამისად, ამას მოსდევს ათასი მტკიცებულება. გამოკვლევა და ექსპერტიზა კიდევ მიმდინარეობს, ამ წუთას დეტალებში ვერ შევალ.

_ ბატონო გიორგი, რატომ არ საუბრობს დაზარალებულის დედა მედიასთან?

_ მისი არჩევანია და ამიტომ დუმს. ასევე იმიტომ, რომ „სასაცილოდ“ ეჩვენება მის მიმართ ბრალდება - შურისძიება. სხვანაირადაც მივუდგეთ ამ ფაქტს, ბავშვი ცოდოა, ბავშვამდე მიდის ეს ინფორმაცია და ვცდილობთ, არ დავსტრესოთ, ისედაც სტრესულ მდგომარეობაშია. სკოლაში დადის, ასევე ათასი ვინმე უყურებს, ვცდილობთ, ეთერშიც არ მოვხვდეს დედა, რომ დიდი აფიშირება არ მოჰყვეს. ამ ყველაფერს, მხოლოდ ბავშვისთვის ვაკეთებთ. ბავშვი დაკითხულია რამდენჯერმე ფსიქოლოგების ჯგუფის მიერ. გამომრიცხავი გარემოებების გამო, არის ჯგუფი, რომელიც გამორიცხავს, მართლა შურისძიება ხომ არ იყო. ჩვენ ამ ამბავს ვუდგებით ისე, რომ არც ბავშვს მიადგეს ზიანი და ვცდილობთ, დიპლომატიურად ვიმოქმედოთ.

ავტორი: სალომე ნოზაძე

 

ამავე თემაზე ინტერვიუ  ნახეთ აქ :

http://versia.ge/index.php/wprld/33-journ/1791-interviuprokur

 http://versia.ge/index.php/wprld/33-journ/1800-13

-