კურორტზე სექს-თოჯინები აკრძალეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოპულარული ესპანური კურორტის, მალაგას ხელისუფლებამ გასაბერი სექს-სათამაშოები აკრძალა, რომელიც ხალხს ადგილობრივ წვეულებებზე მიაქვს ხოლმე. ბოლო წლებში, ეს სამხრეთ-ესპანური ქალაქი პოპულარული ადგილი გახდა ტურისტებისთვის, რომელთაც გასართობი საღამოების, წველებების მოწყობა სურთ. მიზეზი მალაგას იაფი რეისები და მჩქეფარე ღამის ცხოვრებაა. თუმცა, ადგილობრივებმა მტკიცედ გადაწყვიტეს, სტუმრების უწესო ქცევებს შეებრძოლონ. ახალი კანონის მიხედვით, აკრძალულია ქუჩაში ყოფნა მხოლოდ ქვედა საცვალით, ასევე, ტანსაცმლით ან აქსესუარით, რომელიც გენიტალიებს გამოხატავს, ან სექს-თოჯინებით. კანონდამრღვევს 750 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება. ეს თანხა 1500 ევრომდე შეიძლება გაიზარდოს, თუკი კანონდამრღვევი არასრულწლოვანთან, ან შშმ პირთან ერთად იქნება, ან დარღვევა სკოლასთან და საბავშვო მოედანთან დაფიქსირდება.