მოცვი გულსაც იცავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლონდონის სამეფო კოლეჯის სწავლულების ახალი კვლევების მიხედვით, მოცვი საიმედო დამხმარეა გულსისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად, 200 გრამი მოცვის მიღება აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას და აქვეითებს სისხლის წნევას. ეს ყველაფერი ერთად კი 20%-ით აქვეითებს გულის პრობლემების წარმოშობის რისკს. ასეთი დასკვნები სპეციალისტებმა 40 ჯანმრთელ ადამიანზე დაკვირვებისას გააკეთეს. მათი თქმით, თავისი მოქმედებით, ეს კენკრა ისეთივე ეფექტური შეიძლება იყოს, როგორც ექიმების გამოწერილი წნევის დამწევი წამლები. მოცვის სასიკეთო გავლენა მის შემადგენლობაში არსებული ანტოციანებითაა განპირობებული - სწორედ ის აძლევს მოცვს დამახასიათებელ ლურჯ შეფერილობას.