ვეგეტარიანელობა დეპრესიას იწვევს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კვლევების თანახმად, რომელიც ბრისტოლის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს, ვეგეტარიანელები დეპრესიის განვითარების უფრო მაღალი რისკქვეშ არიან, ვიდრე ისინი, რომელთა რაციონიც დაბალანსებულია და ხორცის პროდუქტებსაც შეიცავს. 10 ათასი ადამიანის მონაცემების გაანალიზების შედეგად, სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ვეგეტარიანული დიეტის მიმდევრებს ორჯერ უფრო ხშირად აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის გამო. ვეგეტარიანელებს არ ჰყოფნით ბე-12 ვიტამინი, რომელსაც ხორცეული შეიცავს და რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს განწყობის დარეგულირებაში. კვლევების შედეგად მიღებული მონაცემებით, ვეგანების დაახლოებით 50% და ვეგეტარიანელების 7%, ამ ვიტამინის დეფიციტს განიცდის. გარდა ამისა, მცენარეული რაციონის მიმდევრები იშვიათად მიირთმევენ ზღვის პროდუქტებს, რაც ასევე, შეიძლება, დეპრესიული სიმპტომების განვითარების მიზეზი გახდეს. რაციონში რკინის ნაკლებობა კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც, შესაძლოა, ვეგეტარიანელები განწყობის აშლილობას უჩიოდნენ.