დაბერების მთავარი მიზეზი აღმოაჩინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვეიცარიელმა სპეციალისტებმა, ბერნის უნივერსიტეტიდან, განაცხადეს, რომ ვისცერალური ცხიმი ორგანიზმის დაბერების მთავარი მიზეზია. ეს ცხიმი ადამიანის მუცლის ღრუში მდებარეობს. მისი საშიშროება იმაში გამოიხატება, რომ ხელს უწყობს მსუბუქ ქრონიკულ ანთებას. თავის მხრივ, ცხიმი აჩქარებს ასაკობრივ დაავადებებს და ასუსტებს იმუნიტეტს. კერძოდ, საუბარია ლეიკოციტებსა და ეოზინოფილებზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სისხლძარღვთა სისტემაში მდებარეობენ, ვისცერალურ ცხიმოვან ქსოვილებშიც აღმოაჩინეს. ასაკთან ერთად, ასეთი უჯრედების რაოდენობა მცირდება, ანთების საწინააღმდეგო მაკროფაგებისა კი - მხოლოდ იზრდება. ამის გამო, წარმოიქმნება დისბალანსი მუცლის ღრუში. ასეთი პროცესის გამო, ორგანიზმი სწრაფად ბერდება. სწავლულები მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდა ორგანიზმიდან ეოზინოფილების გადანერგვა ამ პროცესს შეაჩერებდა.