რომელი ყავაა სასარგებლო - ცხელი თუ ცივი?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სწავლულებმა, ჯეფერსონის უნივერსიტეტიდან, კვლევები ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ცხელ ყავაში გაცილებით მეტი ოქსიდანტებია, ვიდრე ცივში. ექსპერტები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ ყავიდან ყველა „სიკეთის“ მიღება მხოლოდ ნატურალური პროდუქტიდანაა შესაძლებელი. თუ ადამიანს დეპრესიისადმი აქვს მიდრეკილება, ფინჯან ყავას განწყობის გაუმჯობესება შეუძლია. დილიდან ამ ნატურალური სასმელის მიღება არეგულირებს ცირკადულ რიტმებს. ყავის ნებისმიერი ხელოვნური შემცველი კი არც ისე უსაფრთხოა, რადგან მასში საშიში ტოქსიკური ნივთიერებებია. მეცნიერები ყავას ნარკოტიკებსაც ადარებენ. მისი რეგულარული მიღება ააქტიურებს ნერვულ სისტემას და მიჩვევას იწვევს.