თანამედროვე რობინ ჰუდი დააკავეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდოელმა სამართალდამცავებმა დამნაშავე დააკავეს, რომლის მეტსახელიც დელიელი რობინ ჰუდია. ვაშიმ აკრამი ყაჩაღურ თავდასხმებს აწყობდა თავის 25-კაციან ბანდასთან ერთად, ნაძარცვის ნაწილს კი ღატაკებს ურიგებდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მამაკაცი და მისი თანამზრახველები მდიდრების სახლებს „ასუფთავებდნენ“, გაჰქონდათ ფული და ძვირფასეულობა. მართალია, ნაქურდალის ნაწილს ღარიბებს აძლევდნენ, მაგრამ დედაქალაქელი პოლიციელების თქმით, აკრამი და მისი ბანდა სულაც არ ჰგვანან კეთილშობილ რობინ ჰუდსა და მის თანამებრძოლებს: მოპარულის უდიდეს ნაწილს ისინი თავისთვის იტოვებდნენ. დამნაშავეები გისოსებს მიღმა არიან, ახლა ჯერი სასამართლოზეა.