მეცნიერები გვეტყვიან, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სპეციალისტებმა დიდი ბრიტანეთიდან შეძლეს ისეთი მოწყობილობის შექმნა, რომელიც ადამიანის დარჩენილი ცხოვრების დროს განსაზღვრავს. გარეგნულად ის მაჯის საათს მოგაგონებთ, გამოგონება კი ლაზერულ ტექნოლოგიებს ეფუძნება. ამ შემთხვევაში, ხდება ადამიანის ორგანიზმის ენდოთელიალური უჯრედების მდგომარეობის მონიტორინგი კანის ზედაპირის მეშვეობით. ამ ტიპის უჯრედები მონაწილეობენ სისხლძარღვთა სისტემის ფორმირებაში. მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ამ უჯრედების ნაკადი შეცვალოს და მიღებული მონაცემების ანალიზით, ადამიანის დაბერების პროცესის სიჩქარე გამოთვალოს. მიღებული მაჩვენებლები კი ასქულიანი შკალის მიხედვით ფასდება. ასი ქულით ფასდება ახალგაზრდა, ნორმალურად ფუნქციონირებადი ორგანიზმი, რომელსაც სამედიცინო ჩარევა არ სჭირდება. სპეციალისტები ნისლიანი ალბიონიდან აღნიშნავენ, რომ დაახლოებით, სამ წელიწადში, ამ მოწყობილობას სამედიცინო დაწესებულებებში გამოიყენებენ.