ხელოვნური ნერვი შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვედეთის ლინჩეპინგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს და მსოფლიოს წარუდგინეს ხელოვნური ნერვი. ამ თემაზე სწავლულები 10 წელიწადს მუშაობდნენ. ასეთი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, გამა-ამინომჟავები და სხვა პრეპარატები თითქმის ისეთივე სისწრაფით გადასცეს, როგორც გადასცემს სიგნალებს ნერვული სისტემა. მკვლევარებმა საკუთარ გამოგონებას „იონური ტუმბო“ უწოდეს. ის უპრობლემოდ შეძლებს ურთიერთქმედებას ადამიანის ნერვულ სისტემასთან, - აცხადებენ სწავლულები. ისინი მზად არიან, ტექნოლოგიის ტესტირება დაიწყონ ცოცხალ უჯრედებზე. მათი თქმით, „იონური ტუმბო“ შეიძლება გამოიყენონ ქრონიკული ტკივილების მკურნალობისას, ან ეპილეფსიური შეტევის შეჩერების მიზნით.