ჯიბის ტუალეტი იაპონელებისგან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნოვატორების გამოგონებებს, ამომავალი მზის ქვეყნიდან, მსოფლიოში ბადალი არ ჰყავთ. ეს იმიტომ, რომ სხვებს არასდროს მოუვათ თავში იმის შექმნა, რასაც ისინი აკეთებენ. ამჯერად, იაპონელებმა ჯიბის ტუალეტი წარადგინეს. Pocketoilet დაგეხმარებათ იქ, სადაც არ არის ჩვეულებრივი საპირფარეშო. მით უმეტეს, რომ ზომების გამო (სიმაღლე - 7 სმ და სიგანე - 6.5 სმ), ის ადვილად ჩაგეტევათ ჯიბეში. მისი მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელს ამ მიკრო-ტუალეტის შექმნის იდეა 2019 წელს გაუჩნდა, როცა ქალაქ ნაგანოში, სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას, ტუალეტის უზარმაზარ რიგში ჩამდგარს ხედავდა. პირველი Pocketoilet კომპანიამ საცდელად ორი წლის წინ გამოუშვა. ის გამძლე ცელოფნისგან და კოაგულანტის პაკეტისგან შედგება და მისი მიმაგრება ნაგვის ვედროზეც შეიძლება. მომხმარებელს სუნზე შეუძლია არც იფიქროს, ის ნამდვილად არ შეაწუხებთ. ამ სასარგებლო გამოგონების გაყიდვები ყოველდღიურად იზრდება, რადგან არავინ იცის, ბუნებრივი მოთხოვნილება სად და რა ვითარებაში შეაწუხებს ადამიანს.