მოახლე პარლამენტარი გახდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხუთშვილიანი რაშელ კეკე, პირველი შავკანიანი მოახლეა, რომელმაც დეპუტატის სავარძლის დაკავება შეძლო საფრანგეთის პარლამენტში - ეროვნულ კრებაში. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 47 წლის კეკე, რომელიც წარმოშობით კოტ დივუარიდანაა, მემარცხენე პარტიას წარმოადგენდა პარიზის ილ-დე-ფრანსის რეგიონში. მან მმართველი პარტიის წარმომადგნელს, სპორტის ექს-მინისტრს, როქსანა მარსინიანოს აჯობა. მრავალშვილიანმა მოახლემ ამომრჩევლებში პოპულარობა 2019-21 წლებში მოიპოვა, როცა პარიზის სასტუმრო Ibis Batignolles-ის თანამშრომლების გაფიცვებში მონაწილეობდა.