კაცმა Internet Explorer-ს დაკრძალვა მოუწყო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთ კორეელ ინჟინერ-პროგრამისტ იუნგ კი იონს იმდენად დასწყვიტა გული Microsoft-ის გადაწყვეტილებამ Internet Explorer-ის მხარდაჭერის შეწყვეტაზე, რომ ბრაუზერის დაკრძალვის მოწყობა განიზრახა. საამისოდ მან ერთი თვე და 330 დოლარი დახარჯა. ფული საფლავის ქვის ესკიზის შექმნასა და მის დამზადებას დასჭირდა. „ის კარგი საშუალება იყო სხვა ბრაუზერების გადმოსაწერად“ - ასეთია ინგლისურენოვანი წარწერა საფლავის ქვაზე. იუნგ კიმ Internet Explorer-ის „საფლავი“ თავისი ძმის კაფეს ტერიტორიაზე მოაწყო. სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოები კი უსწრაფესად გავრცელდა.

ინჟინრის თქმით, ამ „დაკრძალვით“ გახუმრება და ადამიანების კარგ ხასიათზე დაყენება სურდა, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ხუმრობა ასეთ მასშტაბურ ხასიათს მიიღებდა. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რისთვისაც Internet Explorer-ს მადლობა მინდა გადავუხადო, - აცხადებს კორეელი პროგრამისტი. ბრაუზერის გაუქმების გადაწყვეტილება Microsoft-მა მისი 27-წლიანი მუშაობის შემდეგ მიიღო.