სიმსუქნეს ქრონიკული ანთება იწვევს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონელმა სწავლულებმა, ტოკუსიმას უნივერსიტეტიდან, აღმოაჩინეს, რომ დნმ-ს მკვდარი ცხიმოვანი უჯრედებიდან სიმსუქნის გამოწვევა შეუძლია. მკვლევარებმა ცდები ლაბორატორიულ თაგვებზე ჩაატარეს და აჩვენეს, რომ ქსოვილების ქრონიკული ანთება ზედმეტი კილოგრამების გაჩენას იწვევს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ საქმეში შესაძლო „დამნაშავე“ ცილა TLR 9-ია, რომელიც თანდაყოლილი იმუნიტეტის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. სიმსუქნე ანთებითი პროცესების მანიშნებელია, რომელიც ისეთი დაავადებების მიზეზი ხდება, როგორიცაა მდგრადობა ინსულინის მიმართ. ასეთი პროცესების მექანიზმები ჯერ კიდევ დიდწილად გაურკვეველია, თუმცა ახალ კვლევაში სწავლულებმა აჩვენეს, რომ დნმ-ის გამოყოფას ცხიმოვანი უჯრედებიდან - ადიპოციტებიდან, შეუძლია ანთება გამოიწვიოს.