კოსმოსურ სასტუმროს გახსნიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკული კომპანია Orbital Assembly Corporation, 2025 წელს, სადგურ Voyager-ის მშენებლობას დაიწყებს, რომელზეც მსოფლიოში პირველი კოსმოსური სასტუმრო განთავსდება. კომპანიის პროგნოზების მიხედვით, ოტელი ტურისტების მისაღებად უკვე 2027 წელს იქნება მზად. სადგურს დაბალ, დედამიწასთან ახლოს, ორბიტაზე განათავსებენ. მასზე ორი რგოლი იქნება: შიდა იმუშავებს, როგორც შემაკავშირებელი კვანძი, გარეთაზე კი საცხოვრებელი მოდულები, მზის პანელები, რადიატორები და სატრანსპორტო სისტემა განთავსდება. კოსმოსურ სასტუმროს 400 სტუმრის მიღება შეეძლება. გარდა ცალკეული ნომრებისა, ოტელში იქნება ბარები, რესტორნები და სავარჯიშო დარბაზიც კი. კომპანია აქტიურად ეძებს ინვესტორებს სადგურის მშენებლობისთვის. ამ დრომდე, უკვე ერთი მილიონი დოლარის მოგროვება შეძლეს.