ოჯახმა უარი თქვა ტექნოლოგიებზე

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნისლიან ალბიონზე მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა ფლეტჩერებმა, რომლებიც სომერსეტის საგრაფოში ცხოვრობენ, უარი თქვეს ინტერნეტზე, თანამედროვე ავტომობილებსა და გაჯეტებზე. მათ უპირატესობა გასული საუკუნის 30-იან წლებს მიანიჭეს და ისე ცხოვრობენ, როგორც წარსულში. 58 წლის ლიზა ფლეტჩერი და მისი 55 წლის ქმარი ამ პერიოდის ცხოვრების სტილზე ოცნებობდნენ. ამ ოცნების განხორციელების გადაწყვეტილება მიიღეს და სახლი ვინტაჟურ სტილში მოაწყვეს. იმ პერიოდის მოდურ ტანსაცმელსაც იკერავენ, არ სარგებლობენ ინტერნეტით და მობილური ტელეფონებით. წყვილი უპირატესობას ანიჭებს სტაციონარულ ტელეფონს, კერძებს კი Jackson Grey-ის 1929 წელს გამოშვებულ, მომინანქრებულ ქურაზე ამზადებენ. გარდა ამისა, პროდუქტებს 1935 წლის მაცივარში ინახავენ, ტელევიზორში მხოლოდ შავ-თეთრ ფილმებს უყურებენ და ვინტაჟური ავტომობილით გადაადგილზდებიან. ცოლ-ქმარს არ აქვს არც პლასტიკური ბარათები და ყველგან ნაღდ ფულს იხდიან.