ყავა - კანის ახალგაზრდობის სიდუმლო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად, ორი ფინჯანი ყავა კანის დაბერების პროცესს აფერხებს, რაც სასმელში არსებული ანტიოქსიდანტების წყალობითაა შესაძლებელი. ეს აღმოჩენა სკრენტონის უნივერსიტეტის სწავლულებს ეკუთვნით. მკვლევარები უარყოფდნენ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც მზე და სუფთა ჰაერი ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთი სახის უჯრედის დაბერებას იწვევს. საქმე ისაა, რომ ჟანგბადი უჯრედის დაშლას პროვოცირებს, ქარს კი შეუძლია კანის დაჭკნობის პროცესი დააჩქაროს. თავის მხრივ, ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ყავა შეიცავს, ჟანგბადის საშიში ფორმების ანუ თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებას ახდენენ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვლევების შედეგად, „ღვთაებრივი სასმელის“ სხვა პოზიტიური თვისებებიც აღმოაჩინეს. კერძოდ, ყავა თავის ტვინის მუშაობას აუმჯობესებს, რადგან იმ ნაწილზე ზემოქმედებს, რომელიც ყურადღებასა და მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. მეცნიერების თქმით, ყავას შეუძლია ადამიანს სიბერეში თავიდან ააცილოს მეხსიერების დაკარგვა და დაბნეულობა, შეამციროს დიაბეტის რისკი, ასევე, ღვიძლის ცეროზის განვითარების ალბათობა.