იაპონელ ახალგაზრდებს სახლებს უფასოდ აძლევენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონელ ახალგაზრდებს ყველა შანსი აქვთ, უფასოდ მიიღონ საცხოვრებელი - პატარა ქალაქების ხელისუფლებები მათ მიტოვებულ სახლებს სთავაზობენ. 2021 წლის ბოლო თვეს, ამომავალი მზის ქვეყანაში ამოქმედდა პროგრამა, რომელმაც ქვეყანაში მიტოვებული სახლების რაოდენობის შემცირებას უნდა შეუწყოს ხელი. ქალაქების ადმინისტრაციები ამ სახლებს სიმბოლურ ფასად ყიდიან, ანდა სულაც უფასოდ აძლევენ მსურველებს. ასეთი სახლის მისაღებად საჭიროა, იაპონიის მოქალაქე იყოთ ანდა გქონდეთ სამუშაო ვიზა და სამსახური. ამჟამად, ქვეყნის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 8 მილიონი მიტოვებული სახლია. ამის ძირითადი მიზეზი დემოგრაფიულია: მოხუცებს აღარ შეუძლიათ საკუთარი უძრავი ქონების შენახვა და საცხოვრებლად შვილებთან ან მოხუცებულთა სახლებში გადადიან. მათი გარდაცვალების შემდეგ კი სახლი უპატრონოდ რჩება.