ბოტოქსი დეპრესიის წინააღმდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბევრისთვის ცნობილია, რომ ბოტოქსი - გასუფთავებული და შესუსტებული ბოტულიზმის „ა“-ტიპის ნეიროტოქსინისგან დამზადებული პრეპარატია, რომლის გამოყენებაც 1980 წლიდან დაიწყო. სინამდვილეში, ეს ნივთიერება უძლიერესი ორგანული შხამია, რომელმაც საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრისას შეიძლება მძიმე ტოქსიკური დაზიანება - ბოტულიზმი გამოიწვიოს. თუმცა, ამის მიუხედავად, დღესდღეობით,  სპეციალური დოზებით, ბოტულინის ტოქსინი ფართოდ გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში. თუმცა ის ეფექტურია შაკიკის, კუნთების სპაზმის, ჰიპერჰიდროზისა და შარდის შეუკავლობის მკურნალობის დროს. ამერიკელმა სწავლულებმა, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, დაადგინეს, რომ ბოტოქსის ინექციამ, შესაძლოა, დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებიც შეამციროს. კვლევებით დადგინდა, რომ ბოტოქსის მიმღებ პაციენტებში შფოთვის რისკი 22-27%-ით დაბალია.