სტრესს ბროწეული შველის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სტრესის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებას მიაგნეს. მათი მოსაზრებით, ეს ბროწეულის წვენია. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს სასმელი სტრესის ჰორმონის დონეს აქვეითებს, აწყნარებს ნერვებს და შრომისუნარიანობას ზრდის. სწავლულთა ექსპერიმენტში 60 მოხალისე მონაწილეობდა. 14 დღის განმავლობაში, მათ ყოველდღიურად, ორ ჭიქა ბროწეულის წვენს ასმევდნენ. ამასთან, პირველ და ბოლო დღეს, სპეციალური კითხვარი შეავსებინეს, სადაც საკუთარი განწყობის, სამსახურთან დამოკიდებულებისა და ხასიათის შესახებ უნდა ჩაეწერათ. აღმოჩნდა, რომ დღეში 250 მილილიტრი ბროწეულის წვენი ადამიანს ენერგიით ავსებს, ზრდის შრომისუნარიანობას და განწყობასაც ამაღლებს. უფრო მეტიც, ეს სასმელი საუკეთესო ანტიდეპრესანტია და სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს.